საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის, 23-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-5 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში განისაზღვროს: ა) ადმინისტრაცია – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; გ) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; დ) ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი"-ს ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილების განხორციელება. 2. მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას დაქვემდებარებაში/კომპეტენციაში განისაზღვროს: ა) პოლიტიკის დეპარტამენტი (გარდა შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველო) - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; გ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; დ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ე) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ვ) ელექტრონული ჯანდაცვის საკითხების კოორდინაცია; ზ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხების კოორდინაცია; თ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის საკითხების კოორდინაცია; ი)პირველადი ჯანდაცვის საკითხების კოორდინაცია; კ) სამედიცინო (მათ შორის დიპლომისშემდგომი) განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საკითხების კოორდინაცია; ლ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელება. 3. მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას დაქვემდებარებაში/კომპეტენციაში განისაზღვროს: ა) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ბ) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; გ) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; დ) ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ე) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია; ვ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების კოორდინაცია. 4. მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის დაქვემდებარებაში/კომპეტენციაში განისაზღვროს: ა) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ბ) სოციალური მომსახურების სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; გ) დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; დ) „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“-ს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის კოორდინაცია და დამფუძნებლის უფლებამოსილების განხორციელება; ე) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხების კოორდინაცია. 5. მინისტრის მოადგილის თეა ახვლედიანის დაქვემდებარებაში/კომპეტენციაში განისაზღვროს: პოლიტიკის დეპარტამენტის, შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველო - სამინისტროს სტრუქტურული ერთეული. 6. მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს: ა) მინისტრის პირველი მოადგილე (თამარ გაბუნია); ბ) მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის (თამარ გაბუნია) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (გიორგი წოწკოლაური); გ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის (თამარ გაბუნია) და მინისტრის მოადგილის (გიორგი წოწკოლაური) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია); დ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის (თამარ გაბუნია), მინისტრის მოადგილის (გიორგი წოწკოლაური) და მინისტრის მოადგილის (თამილა ბარკალაია) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (თეა ახვლედიანი). 7. მინისტრის პირველი მოადგილის (თამარ გაბუნია) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს ახორციელებს: ა) მინისტრის მოადგილე (გიორგი წოწკოლაური); ბ) მინისტრის მოადგილის (გიორგი წოწკოლაური) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია); გ) მინისტრის მოადგილის (გიორგი წოწკოლაური) და მინისტრის მოადგილის (თამილა ბარკალაია) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (თეა ახვლედიანი). 8. მინისტრის მოადგილის (გიორგი წოწკოლაური) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს ახორციელებს: ა) მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია); ბ) მინისტრის მოადგილის (თამილა ბარკალაია) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის პირველი მოადგილე (თამარ გაბუნია); გ) მინისტრის მოადგილის (თამილა ბარკალაია) და მინისტრის პირველი მოადგილის (თამარ გაბუნია) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (თეა ახვლედიანი). 9. მინისტრის მოადგილის (თამილა ბარკალაია) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს ახორციელებს: ა) მინისტრის მოადგილე (გიორგი წოწკოლაური); ბ) მინისტრის მოადგილის (გიორგი წოწკოლაური) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის პირველი მოადგილე (თამარ გაბუნია); გ) მინისტრის მოადგილის (გიორგი წოწკოლაური) და მინისტრის პირველი მოადგილის (თამარ გაბუნია) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (თეა ახვლედიანი). 10. მინისტრის მოადგილის (თეა ახვლედიანი) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს ახორციელებს: ა) მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია); ბ) მინისტრის მოადგილის (თამილა ბარკალაია) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (გიორგი წოწკოლაური); გ) მინისტრის მოადგილის (თამილა ბარკალაია) და მინისტრის მოადგილის (გიორგი წოწკოლაური) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის პირველი მოადგილე (თამარ გაბუნია). 11.
მინისტრის პირველი მოადგილე და მინისტრის მოადგილეები ხელს აწერს ამ
ბრძანების თანახმად, მათზე განაწილებული საზედამხედველო სტრუქტურული
ქვედანაყოფების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებულ
კორესპონდენციას და ავიზებს მას. 12. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 21 თებერვლის N01-59/ო ბრძანება. 13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. |